დელ ბოსკე:„ზიდანი ალაპარაკდა და ეს მოსალოდნელიც იყო“
ვისენტე დელ ბოსკემ საფეხბურთო აკადემია დააარსა. დიდი პრეზენტაციის შემდეგ „ულვაშამ“ ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხები მიმოიხილა, მათ შორის ისაუბრა ზინედინ ზიდანის წასვლასა და სამომავლო გეგმებზე...
„სერხიო რამოსის ესპანეთის ნაკრებში არყოფნა ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის მწვრთნელებს ჩვენზე ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ. რადგან ლუის ენრიკემ ასე გადაწყვიტა, ჩვენ აბსოლუტურად ვერაფრის შეცვლას ვერ მოვახერხებთ, აქედან გამომდინარე, სხვა შეფასების გაკეთება რთული იქნება.“
„კაპიტანის ახალი კონტრაქტი „რეალთან“? ეს მისი პირადი საკითხია. რა თქმა უნდა მსურს, რომ სერხიო სამშოლობში დარჩეს, თუმცა მან საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
„ზინედინ ზიდანი წასვლის შემდეგ ალაპარაკდა, რა თქმა უნდა, ეს არ ესიამოვნება ფლორენტინო პერესს, თუმცა ფრანგმა ლეგენდამ ღიად დაადასტურა, რომ მადრიდისტად რჩება და მისთვის „რეალი“ ყველაფერია. დიახ, ზიზუს მიმართვის თითოეული სტრიქონი კარგად გასააზრებელია, მან შესანიშნავი წერილით მიმართა ქომაგებს და ბევრი რამ აღწერა.“
- 1 ივნისი 2021
- 7 306
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.