ზიდანის ღია წერილი - „ეს იყო ჩემი წასვლის მიზეზი“

მადრიდულმა გამოცემა AS-მა, ზინედინ ზიდანის ღია წერილი გამოაქვეყნა.

„სამეფო კლუბის ძვირფასო გულშემატკივრებო, 20 წელზე მეტია, რაც მადრიდში ჩამოვედი და მოვირგე „რეალის“ მაისური, ვგრძნობ თქვენს სიყვარულს. ყოველთვის იკითხებოდა, რომ ჩვენს შორის რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა სუფევდა. მქონდა უდიდესი პატივი ვყოფილიყავი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ჯერ ფეხბურთელი, ხოლო შემდეგ მწვრთნელი. ამის პარალელურად, მე ვარ „რეალის“ რიგითი ქომაგი. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე მინდოდა დამეწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, სადაც ჩემი გადაწყვეტილებაც იქნება ახსნილი.

როდესაც 2019 წლის მარტში, 8 თვიანი პაუზის შემდეგ „რეალში“ დაბრუნებას დავთანხმდი, ამას წინ უძღოდა არა მხოლოდ ფლორენტინო პერესის, არამედ გულშემატკივრების თხოვნაც, რომლებიც ყოველდღიურად მომიწოდებდნენ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შესახებ. როდესაც თითოეულ თქვენგანს ვხვდებოდი ქუჩაში, მე ვგრძნობდი მხარდაჭერას და ჩემი კლუბში დაბრუნების სურვილს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ ყოველთვის ვიზიარებდი კლუბის ღირებულებებს - „რეალი“ ეკუთვნის მის წევრებს, ფანებსა და მთლიან სამყაროს. ნებისმიერ საქმეში ვცდილობდი ამ ფასეულობების დაცვას, ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი სამაგალითო. სამეფო კლუბში 20 წლის გატარება ყველაზე დიდებული მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ფლორენტინო პერესის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, ვინაიდან 2001 წელს, მას დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა ჩემი გამადრიდელებისათვის. ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ ტრანსფერს. ნამდვილად გულიდან იყო ამოსული სიტყვები, როდესაც ვთქვი, რომ „პრესი“ მადლობა ვიქნები ყოველთვის.

გადავწყვიტე კლუბის დატოვება და მინდა ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით. მე წავედი, მაგრამ არ გადავმხტარვარ ნავიდან, შესაბამისად, არც მწვრთნელობით დავღლილვარ. როდესაც 2018 წლის მაისში „რეალს“ დავემშვიდობე, ვფიქრობდი, რომ ორწელიწადნახევრიანი წარმატებული კარიერისა და ამდენი ტიტულის შემდეგ, საჭირო იყო სიახლე, რომელიც კლუბს საშუალებას მისცემდა შეენარჩუნებინა მაღალი მწვერვალი. ახლა ვითარება მეტად განსხვავებულია. წავედი იმიტომ, რომ კლუბს აღარ აქვს ჩემს მიმართ ისეთი ნდობა, როგორსაც ვსაჭიროებ. ამასთანავე, ვერ ვგრძნობდი მხარდაჭერას გარკვეული პროექტის განხორციელების გზაზე საშუალო და შორეულ პერსპექტივაში. კარგად მესმის ფეხბურთი და ვიცი „რეალის“ მოთხოვნების შესახებ. ვიცი, როდესაც ვერ იგებ, უნდა წახვიდე, თუმცა ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვაშენე, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა მოთამაშეებთან და დაახლოებით კლუბის 150 კაციან პერსონალთან, ყველაფერი იქნა დავიწყებული. ვფიქრობ, გამარჯვებისთვის დავიბადე და „რეალშიც“ ჩემი ყოფნის მიზანი ტიტულების მოხვეჭა გახლდათ, მაგრამ ამაზე მეტად ნიშანდობლივია ადამიანები, მათი გრძნობები, ცხოვრება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს არავინ აქცევდა ყურადღებას, არადა ჩამოთვლილი კომპონენტები დიდებული კლუბის წინსვლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. მეტიც, რაღაც მომენტში საყვედურიც კი მივიდე ამასთან დაკავშირებით.

ჩემი სურვილი იყო, სათანადო დაფასება მიგვეღო იმისათვის, რასაც მივაღწიეთ. ბოლო თვეების განმავლობაში ჩემი ურთიერთობა კლუბთან და პრეზიდენტთან მიმართებაში იყო განსხვავებული, ვიდრე სხვა მწვრთნელებთან. ცხადია, მე არ ვითხოვდი პრივილეგიებს, უბრალოდ მინდოდა, რომ ცოტათი მეტი დრო დაეთმოთ მეხსიერებისთვის. თანამედროვე ფეხბურთში, დამრიგებლის მოღვაწეობა დიდ კლუბებში გრძელდება დაახლოებით 2 სეზონის განმავლობაში. იმისათვის, რომ ეს ციფრი გაიზარდოს, საჭიროა ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება. ეს მეტად ღირებულია, ვიდრე ფული, რეპუტაცია და ყველაფერი დანარჩენი. მტკივნეული იყო, როდესაც პრესაში ვკითხულობდი ჩემი დათხოვნების შესახებ, თუ მომდევნო თამაშს ვერ მოვიგებდით. ეს ზიანს მაყენებდა როგორც მე, ასევე შემადგენლობას. საბედნიეროდ, ჩემს განკარგულებაში იყვნენ გასაოცარი ბიჭები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე არ მიმატოვებდნენ. როდესაც სიტუაცია რთულად მიდიოდა, მათ მიხსნეს მე დიდებული გამარჯვებებით, ვინაიდან ჩვენ გვჯეროდა ერთმანეთის. რა თქმა უნდა, მე არ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, თუმცა შემიძლია ფეხბურთელს, სამწვრთნელოს შტაბის წარმომადგენელსა, თუ კლუბის თანამშრომელს მივცე ის, რაც საქმისთვის ნიშანდობლივია. კარგად ვიცი კლუბის საჭიროებების შესახებ. ამ 20 წლის განმავლობაში ვისწავლე, რომ თქვენ, ქომაგებს, ცხადია გინდათ მოგება, თუმცა თქვენთვისაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის მხრიდან ყველაფრის გაღება. მინდა დაგარწმუნოთ, ამ პერიოდის განმავლობაში ყველანი 100 პროცენტით ვიხარჯებოდით.

ამასთანავე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჟურნალისტებს. ასობით პრესკონფერენცია ჩავატარე, თუმცა ყველაზე ნაკლებად ფეხბურთზე მიწევდა საუბარი. ვიცი, თქვენ გიყვართ სპორტის ეს სახეობა, რამაც გაგვაერთიანა. ყოველგვარი კრიტიკისა და ლექციების გარეშე მინდა ვისურვო, რომ მეტი კითხვა მოდიოდეს უშუალოდ თამაშსა და მოთამაშეებზე, რომლებიც ყველაზე მნიშნელოვანია ნაწილია. ნუ დავივიწყებთ ფეხბურთს, ვიზრუნოთ მასზე.

ძვირფასო მადრიდისტებო, ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები.

ჰალა მადრიდ!“


1

31 მაი 2021 11:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პერესის პოლიტიკა აგებული არის ტყუილზე და ფულზე. ფულის გამო ბექჰემი იყიდა რომ მარკენტინგულად მომგებიანი იყო როცა რო მისი კარიერა დაღმა იწყებდა ჩასვლას და მაგის გამო ახალგაზრდა რონალდიონიოზე თქვა უარი.. იქამდე გუნდის ხერხემალი გაყიდა იმის გამო რომ ხელფასი არ მოუმატა არადა ზიდანის მსგავს ხელფას იმსახურებდა ტიპი მაკელელეზე მაქვს საუბარი. სუარესი სულ იძახდა ჩემი ოცნება რეალში თამაში არისო და არ იყიდა ასევე კავანიც არ იყიდა ლევანა არ იყიდა დაელოდა თავისუფალი აგენტი როდის გახდებოდა და მაშინაც არ შესთავაზა დიდი ხელფასი... ეხლა ვარანის გაშვებას აპირებს ტიპს 6 მლ აქვს ხელფასი 6 მლ მგონი ვესთ ჰემში აქვს მეკარეს. რეალი წამოწია რონალდომ ეგ როარა ისევ იმ ჭაობში ვიქნებოდით ეხლაც თუ უნდა რეალი წამოიწიოს ჰალანდი უნდა იყიდოს მბაპეზე ჟინიანია და გამარჯვებისკენ სწრაფვა უფრო მეტი აქვს ვიდრე ფრანგს მეორე რონალდო გახდება გოლების მხრივ.

2

31 მაი 2021 11:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გამოაჩინა თავის ნამდვილი სახე! რას წუწუნებს ეხლა ქათამივით წასულიყო კაცურად ამდენი წელი გატაარა კლუბში ლელეგნდაა შეიძლება პერესი მტყუანია, მაგრამ არ უნდა ეწუწუნა ქალივი. დატოვა ქათმური სიტყვა და დატოვა კლუბი ასე არ იქცევიან ლეგენდები.

3

31 მაი 2021 11:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აი ზიზუ ყოველთვის თავს იჭერდა ასეთი გამოსვლებისგან მარა ბოლოს ამოასხა, ყოველთვის ვიცავდი პერესს მარა ამ წერილის მერე სულ დამეკარგა წარმოდგენა, აი ზიზუ როგორ ნაწყენია ახვარმა ნაგავმა მის მიღწევებს ხაზი გადაუსვა, პერესს ნაგავი ხარ შე ნბჭვ იმედია მალე ჩაძაღლდები, თურმე რაში ყოფილა საქმე ბოლოს ზიზუს აევსო მოთმინების ფიალა. იიი ზიდანი წავიდეეეს რომ წერდით აქ ახლა ნახავთ რეალის გაფარჩაკებას ბლიად

4

31 მაი 2021 11:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიდანმა თავაწეულმა დატოვა რეალი. მისთვის ქათმის წოდება არის არაადეკვატური. რას ნიშნავს წუწუნი? ძალიან მაგარი წერილია და ზუსტად ასახავს იმ რეალობას რაც ხდება. ვერ მივიღე გარანტიები და ნდობაო. რა თქვა ახლა ამან ასეთი,რო ასე აკრიტიკო და ქათამი ეძახო. გენიალური ეპოქა შექმნა ადამიანმა,გინდ საფწხბურთო და გინდ სამწვრთნელო. ჯანსაღი კრიტიკა კიბატონო,მარა ამ მოცემულობაში ზიზუს ბრალეულობა რა არის? ამ შემადგენლობით ვერაფერს ვერ იზავს რეალი და როგორც ჩანს არც დიდად აპირებს ბებერი ტრანსფერებს. ჯერ ეს იდიოტური სუპერლიგა და რამხელა პრობლემები შექმნა და ახლა ზიზუს გაშვება, რადგან ტრანსფერების კეთება არუნდა. სწორ დროს წავიდა ზიდანი და იცი რატო? შუა სეზონში დაითხოვდნდნენ,რადგან ვინიციუსებით და როდრიგოებით ვერაფერს ვერ იზავდა. ძალიან მაგარი პიროვნებაა ზიზუ და წარმატებები მას. ერთადერთი ზიზუს წარუმატელობა გამიხარდება იმ შემთხვევაში,თუ მისი შემდეგი გუნდი რეალს შეხვდება და დამარცხდება. სხვა შემთხვევაში სადაც არუნდა იყოს,ყველგან წარმატებას ვუსურვებ.

5

31 მაი 2021 12:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
სუპერლიგა იყო ერთი მისაბეზრებელი პროექტი,რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ 15 კლუბისთვის მილიონების შოვნას. მაგ ლიგას არანაირი დატვირთვა არ ექნებოდა. უფრო გაზრდილი სატრანსფერო თანხები და გაათმაგებული ფეხბურთელების ხელფასები. ფეხბურთი არის სანახაობრივი სპორტი და არა ის,რომ რელმა ტრანსფერები აკეთოს. იმიტო რო პერესი 200 მილიონებს ვერ იხდის ფეხბურთელში,ახალი ლიგები უნდა აყალიბონ? სახელფასო ჭერი დააწესონ და უეფასთან ერთად იმუშაონ სატრანსფერო სტანდარტის დაწესებაზე. რა 200 და 300 მილიონი ფეხბურთელი,კარგით რა. კრიზისი იმიტომ აქვთ,რომ შემოსავლის 70% ხელფასებში მიდის. გადახედე რა ხელფასებზეა საუბარი და აგენტები რა კუშებს ითხოვენ,მხოლოდ იმიტომ,რომ ზუმით მოლაპარაკება გამართონ. მინო რაიოლა: დონარუმა წამოიყვანა გუნდიდან,რომელმაც 17 წლისას კაპიტნის სამკლაური მიცა. მხოლოდ იმიტომ,რომ მილანმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები. 20 მილიონი თვითონ და იმ ჟღვინტლიანის ხელფასი 15 მილიონი წელიწადში. პოგბა ფაქტიუტას წავიდა,რადგან კვირაში ნახევარ მილიონს ითხოვს ხელფასს და პახოდუ რაიოლა 20 მილიონს ზევიდან და კიდე აქეთ საუბრობენ ულტიმატუმის ენით. აი ეს მარაზმი უნდა დარეგულირდეს და არა ახალი ლიგები შექმნან იმიტომ,რომ ასობით მილიონს ტრანსფერებში ვეღარ იხდიან.

6

31 მაი 2021 12:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Miqela shen natqvamidan azris gamotanis unaribar gagachnia xo?mere gvikvirs ratom vart am dgeshi aseti azrovnebit sxvas ras unda elodoo

Zidanze ro qartveli realis gulshematkivari cuds ityviamis shemdeg ra aris salaparalo saertod.jer marto materacis momenti rom avigot rogor kacurad da ase rom vtqvat qartulad moiqca.me ar maxsovs zizus tundac eeti winadadeba arasworad etqvas vinmestvis.gasaocaria ra bogma unda gqondes rom zidanze cudi tqva.

7

31 მაი 2021 13:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ეს კიდევ დაბრუნდება. მომავალ მსოფლიოს და ევროპას ალბათ საფრანგეთის ნაკრებში გაატარებს და მერე დაბრუნდება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)