რა ნომრით ითამაშებს დავიდ ალაბა მადრიდის „რეალში“?
დავიდ ალაბა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამეფო კლუბთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს, მანამდე კი ფლორენტინო პერესთან ერთად ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგება...
„რა ნომრით ითამაშებს ავსტრიელი უკანახაზელი „რეალის“ შემადგენლობაში?“ - ეს კითხვა დღეს მართლაც აქტუალურია. განიხილება სამი ვარიანტი, საიდანაც დავიდი ერთ-ერთს აირჩევს.
მარსელო ვიეირას წასვლის შემთხვევაში მას 12 ნომრიან მაისურს შესთავაზებენ, ასევე განიხილება ისკო ალარკონის 22 ნომრიანი მაისური.
და ბოლოს, სერხიო რამოსის გუნდიდან აბარგების შემთხვევაში, დავიდ შესაძლოა ლეგენდარული 4 ნომრიანი მაისური მოირგოს.
- 30 მაი 2021
- 6 566
- 14