„რეალი“ ჟოზე მოურინიოს საკითხს კიდევ განიხილავს
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიომ სულ ახლახანს მოაწერა „რომასთან“ კონტრაქტს ხელი. პორტუგალიელი სპეციალისტი სამეფო კლუბის რადარზე მაინც არის...
იმ შემთხვევაში, თუ „რეალსა“ და ანტონიო კონტეს შორის შეთანხმება ვერ მოხდება, პერესი ჟოზეს დაურეკავს და 2 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. თუ „განსაკუთრებული“ ამ წინადადებას მიიღებს, რომაული კლუბისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც დიდი ალბათობით სამეფო კლუბის გადასახდელი გახდება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ მაურისიო პოჩეტინოსთან თანამშრომლობის შანსიც ფაქტობრივად ნულის ტოლია, ამიტომ „ბლანკოსს“ მწვრთნელის არჩევის კუთხით მცირე არჩევანი ექნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მოურინიოს „რეალში“ დაბრუნება და უდიდესი გამოწვევის კიდევ ერთხელ მიღება ძალიან სურს და ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად მზად არის.
- 29 მაი 2021
- 4 226
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.