დავიდ ალაბა - „რეალის“ ახალი შენაძენი!
დავიდ ალაბა ავსტრიაში, კერძოდ კი ვენაში, 1992 წლის 24 ივნისს დაიბადა. ალაბა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, ის 28 თასს ფლობს, მათ შორის კი 2 ჩემპიონთა ლიგის და 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია...
დავიდმა მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში 431 მატჩის ჩატარება შეძლო და ის ამ შედეგით არის პირველი არაგერმანელი მოთამაშე, რომელმაც „რეკორდმაისტერის“ რიგებში აღნიშნული რაოდენობის თამაშის ჩატარება მოახერხა. დავიდი 3-ჯერ იყო „უეფას“ წლის გუნდის წევრი, ხოლო 7-ჯერ დაასახელეს ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად.
ალაბა უნივერსალია, ის თამაშობს, როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე და ნახევარდაცვაშიც კი. დავიდი ძალიან ტექნიკური და კარგი დარტყმის მქონე ფეხბურთელია, ის „ბაიერნის“ რიგებში 33 გატანილ გოლს მოითვლის.
ალაბამ საფეხბურთო კარიერა ავსტრიულ „ასპერნში“ დაიწყო, ის 1998-იდან 2022 წლამდე ასოარეზობდა. 2002-იდან 2008 წლამდე დავიდის ნავსაყუდელი „ვიენა“ გახლდათ, საიდანაც გეზი „ბაიერნისკენ“ აიღო და 2008-11 წლები სწორედ „ბაიერნში“ გაატარა, თუმცა ძალიან ახალგაზრდა იყო და გამოცდილების მიზნით რამდენიმე თვით „ჰოფენჰაიმში“ გააგრძელა კარიერა.
„ჰოფენჰაიმიდან“ „ბაიერნში“ დაბრუნებულმა დავიდმა 2011-2021 წლებში ბუნდესლიგაში ეპოქალური კარიერა შექმნა და „რეკორდმაისტერის“ შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.
2021 წლის მაისში ოფიციალურად დადასტურდა, რომ დავიდი „ბაიერნს“ ტოვებს და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხდება.
ავსტრიელმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბს თავი 5 წლით დაუკავშირა.
- 29 მაი 2021
- 1 087
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.