„რეალის“, „ბარსას“ და „იუვენტუსის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალი“, კატალონიის „ბარსელონა“ და ტურინის „იუვენტუსი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ...
„მადრიდის „რეალი“, კატალონიის „ბარსელონა“ და ტურინის „იუვენტუსი“ აბსულუტურად უარყოფენ და არ ცნობენ, „უეფას“ მიერ გატარებულ იძულებით ქმედებებს ხსენებული კლუბების მიმართ. ანალოგიურად ეს დამოკიდებულება საგანგაშოა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომელმაც მკაფიოდ აღნიშნა და გააფრთხილა „უეფა“, რომ პროცესების დასრულებამდე „სუპერლიგის“ დამფუძვნებელი კლუბების მიმართ არანაირი სანქცია არ გაატაროს.“
„ამიტომ, უეფას მიერ სადისციპლინო მიმართულებით საქმის დაწყება სრულიად გაუგებარია და პირდაპირ ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, რომელიც ჩვენ, ევროკავშირის მოქალაქეებმა, დემოკრატიულად ავაწყვეთ. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ პატივს არ სცემენ თავად სასამართლოს უფლებამოსილებას.“
„სუპერლიგის არსი დაარსებიდან დღიდან ევროპული ფეხბურთის მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. მიზანს კი გულშემატკივრებისთვის საუკეთესო შოუს შეთავაზება იყო. ეს იყო ფინანსური მდგრადობისა და აბსოლუტური სოლიდარობის გარანტი ევროპული კლუბებისთვის, თანაც მაშინ, როდესაც პანდემიამ ეკონომიკური პრობლემები შექმნა.“
„უეფას სურს, რომ გაუქმდეს ის სამართლებრივი პროცედურები, რომლებმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მისი მონოპოლია ევროპულ ფეხბურთზე. ბარსას, იუვეს და მადრიდის, ასწლოვანი კლუბები, არ დაემორჩილებიან რაიმე სახის იძულებას ან აუტანელ ზეწოლას და განაგრძობენ თავიანთი მტკიცე ნების გამოვლენას, დიალოგისა და პატივისცემის საფუძველზე, იმ გადაუდებელ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც დღეს ფეხბურთის სამყარო მოითხოვს.
ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით მოწმენი ფეხბურთის მოდერნიზაციის, ან მისი სამუდამო დანგრევის.
- 26 მაი 2021
- 3 131
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.