დანი სებალიოსი „არსენალის“ ფეხბურთელებს დაემშვიდობა
დანი სებალიოსმა „არსენალში“ სეზონი დაასრულა და თანაგუნდელებსაც დაემშვიდობა. ამ ეტაპზე ესპანელი ფეხბურთელი სამშობლოში ბრუნდება.
იმ შემთხვევაში, თუ ზინედინ ზიდანი თანამდებობას დატოვებს, სებალიოსი დარჩენის პერსპექტივასაც განიხილავს, ხოლო ფრანგის დარჩენის შემთხვევაში, სხვა კლუბში გადასვლაზე იზრუნებს, ვინაიდან ის ვერასდროს სარგებლობდა ზიზუს ნდობით.
დანიმ მიმდინარე სეზონში „მეთოფეთა“ რიგებში, პრემიერლიგაში 25, ხოლო ევროპის ლიგაზე 12 მატჩის ჩატარება შეძლო.
სებალიოსს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
- 26 მაი 2021
- 1 034
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.