ბეილმა კარიერა შესაძლოა ამ წელსვე დაასრულოს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, გარეთ ბეილმა კარიერა შესაძლოა ამ ზაფხულსვე დაასრულოს.
უელსელი ფეხბურთელი აპირებს, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდეს და კონტრაქტის გაწყვეტაზე ესაუბრის. ბეილი დათმობაზე წასვლას გეგმავს და მზად არის, კარიერა ამავე ზაფხულს დაასრულოს, თუ მისი მადრიდული ხელფასის 50%-ს მიიღებს.
ბეილის წლიური ხელფასი სამეფო კლუბში 17 მილიონი ევროა, სწორედ ამიტომ არ სურს, ფლორენტინო პერესს მისი გუნდში დატოვება.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები კონტრაქტის გადაწყვეტაზე შეთანხმდებიან, ბეილი არცერთ კლუბში აღარ ითამაშებს, „რეალისგან“ კი 8.5 მილიონ ევროს მიიღებს.
- 26 მაი 2021
- 5 863
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.