პერესი რამოსს ზიდანთან აუდიენციის შემდეგ შეხვდება
რამდენიმე დღეში მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ორ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. ფლორენტინო პერესი ჯერ ზინედინ ზიდანს შეხვდება, ხოლო შემდეგ სერხიო რამოსს.
ორივე შეხვედრა 5 ივნისამდე არის დაგეგმილი. დიდი ალბათობით, კაპიტანთან შეხვედრის დროს, ზინედინ ზიდანის მომავალიც გარკვეული იქნება.
პერესი თვლის, რომ სერხიო რამოსმა მასთან შეხვედრა დაიმსახურა და მხარეები სასწრაფოდ უნდა შეჯერდნენ საბოლოო პოზიციაზე.
სერხიოს კონტრაქტის ამოწურვამდე 1 თვე რჩება, რაც ძალიან მცირე დროა.
- 26 მაი 2021
- 908
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.