სიტი აღარ ინტერესდება პიპიტას შეძენით
The Sun-ის ინფორმაციით მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი მოლაპარაკებებზე...
ინგლისელები უკვე დიდი ხანი იბრძვიან გონსალოს ხელში ჩასაგდებად, მაგრამ არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია.
რამდენიმე დღის წინ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ არგენტინელ ფორვარდს 6 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ამით მანჩესტერელებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ პიპიტა არსად წავა.
ყველაფრის მიუხედავად ინგლისელები ცდილობდნენ ისეთი წინადადების შეთავაზებას, რომელსაც ვალდანოს აპარატი განიხილავდა, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ყველაფერი დასრულებულია და იგუაინი ლურჯ ფორმას არ ჩაიცმევს, ახალგაზრდა ფორვარდი "რეალში" განაგრძობს კარიერას.
- 20 ივნისი 2010
- 1 755
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.