ლუკა იოვიჩი „რეალში“ ბრუნდება
ფრანკფურტის „აინტრახტი“ ლუკა იოვიჩთან საიჯარო ხელშეკრულებას არ გააგრძელებს. სერბი ფეხბურთელი სამეფო კლუბის რიგებს უბრუნდება.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ლუკას გაყიდვას აპირებს. თუ მსურველი კლუბი იოვიჩის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს გადაიხდის, „ბლანკოსი“ მას შეელევა.
მეორე ვარიანტი კვლავ იჯარაა. სერბი ფორვარდის დამატებით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, პერესისთვის უმთავრესი მიზანი მაინც მოთამაშის გაყიდვაა.
- 24 მაი 2021
- 1 837
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.