რამოსი:„ჩემთვის ნაკრებსმიღმა დარჩენა ურთულესია“
სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებსმიღმა დარჩენასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებამ, არამხოლოდ ესპანური, არამედ სრულიად საფებხურთო სამყარო შოკში ჩააგდო...
„მე ყოველთვის და ყოველდღე ბევრს ვშრომობდი და ვმუშაობდი იმისათვის, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა, როგორც კლუბისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის. როდესაც გავიგე, რომ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოვხვდი, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ზაფხულში რთული იქნება.“
„დიახ, ნაკრების გარეშე გამიჭირდება, მაგრამ დასვენების საშუალება მომეცემა, გამოვჯანმრთელდები, ენერგიას აღვიდგენ და მომდევნო სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შევხვდები.“
„ევროპის ჩემპიონატზე გუნდს მთელი გულით ვუქომაგებ და ვიმედოვნებ, რომ „ფურია როხა“ ჩემპიონი გახდება.“
- 24 მაი 2021
- 17 957
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.