„რეალის“ 2 ფეხბურთელი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს?
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ 2 ფეხბურთელი კარიერას სერია „ა“-ში, კერძოდ კი „მილანში“ გააგრძელებს...
„როსონერის“ ინტერესთა არეალში გარეთ ბეილი მოხვდა, რომელიც „ტოტენჰემს“ ტოვებს და იძულებულია მადრიდში დაბრუნდეს, თუმცა „რეალი“ მას კვლავ გაასხვისებს, მსურველი კი უკვე ნაპოვნი ჰყავს.
მეორე ფეხბურთელი, რომელიც „ბლანკოსიდან“ იტალიაში უნდა გადაბარგდეს ისკო ალარკონია, რომელმაც კლუბის დატოვების სურვილი ხელმძღვანელობასთან ოფიციალურად დაადასტურა.
„მილანი“ მზად არის, ისკოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო ბეილი იჯარით უნდა წავიდეს და მისი ხელფასის 50% კვლავ „რეალმა“ გადაიხადოს.
- 24 მაი 2021
- 10 026
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.