კაკას ინტერვიუ კოტდ' იუავრთან მატჩის წინ
"ბლანკოსის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ კოტდ' დიუვართან მატჩის წინ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით ახლანდელი მეტოქე წინასთან შედარებით ძალიან განსხვავებულია და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონებს დიდი ძალების დახარჯვა მოუწევთ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.
"ეს არ არის კორეა. ეს არის დიდიე დროგბასა და სალომან კალუს გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. ჩვენი მეტოქე გუნდი უკვე დიდი ხანია ყალიბდება და დამეთანხმებით მათი პროგრესი აშკარად შესამჩნევი და თვალნათლივია."
"ჩვენ ვეცდებით პორტუგალიასთან მატჩამდე გავინაღდოდ Play Off - ის საგზური, რადგან კეირუშის გუნდთან უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოგვიხდება. პორტუგალიელთა რიგებში გამოდის ისეთი დიდებული ფეხბურთელი, როგორიც კრიშტიანო რონალდოა."
"წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი მოულოდნელობებით არის სავსე და ვფიქრობ, რომ ფავორიტის დასახელება მეტად რთულია, მაგრამ ბრაზილია ნებისმიერ სიტუაციაში მოისაზრება ამ სტატუსის დამსახურებულ მატარებლად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მუნდიალის მოსაგებად."
- 20 ივნისი 2010
- 1 793
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.