„რეალიდან“ 3 ფეხბურთელი ძალიან მალე წავა
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალი“ სულ მალე გააკეთებს რამდენიმე ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ფეხბურთელების წასვლას შეეხება.
სატრანსფერო ფანჯარა მალე გაიხსნება და გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი სტარტზევე გამოემშვიდობება. ისკო ალარკონი, მარსელო ვიეირა და მარიანო დიასი მომდევნო სეზონს სხვა კლუბებში გაატარებენ.
გარდა აღნიშნული ფეხბურთელებისა, ბევრი საუბარი მიმდინარეობს გარეთ ბეილის წასვლაზე, რომელიც ახლა „ტოტენჰემშია“ განათხოვრებული, მაგრამ ივნისში ესპანეთის დედაქალას დროებით უბრუნდება.
კვლავ ბუნდოვანია სერხიო რამოსის, რაფაელ ვარანის, ლუკას ვასკესისა და ლუკა იოვიჩის მომავალიც.
- 23 მაი 2021
- 6 515
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.