„რეალიდან“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელს უშვებენ?
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, გრეგორი დიუპონი შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს.
სამეფო კლუბის კონტრაქტორი და პარტნიორი კლინიკა „სანიტასი“ წლებია ამ გუნდს ემსახურება, მაგრამ მსგავსი პრობლემა არასდროს ყოფილა, ამიტომ ხელმძღვანელობა თვლის, რომ პრობლემა მომზადების მეთოდებშია და არა „სანიტას“ კლინიკის მიერ გაწეული სერვისში.
გრეგორი დიუპონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზ.მომზადების სპეციალისტია, რომელიც საფრანგეთის ნაკრებშიც მუშაობდა და საოცარ შედეგებსაც მიაღწია.
ის, რომ დიუპონი პროფესიონალია არავინ დაობს, მაგრამ ფაქტი, რომელიც სეზონის მანძილზე 60-ზე მეტს ტრავმას ასახავს, ძალიან ჯიუტია და ბევრ რამეზე მეტყველებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მომდევნო სეზონში „მერენგებს“ შესაძლოა ფიზ.მომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავდეთ.
- 23 მაი 2021
- 846
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.