L’Equipe - მბაპე „რეალში“ 1 აგვისტომდე უნდა გადავიდეს!
ცნობილი ფრანგული გამოცემა - L’Equipe იუწყება, რომ კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და „პსჟ“-ს არცერთი ბერკეტი აღარ აქვს დარჩენილი.
ამავე გამოცემაზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესი კილიანის დამატებას პირველ აგვისტომდე შეძლებს და ეს მნიშვნელოვანი იქნება სეზონის დაგეგმივისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინოს მთავარი პირობა ზინედინ ზიდანისთვის სწორედ მბაპე იქნება, „რეალი“ ყველაფერს გაიღებს ფრანგი ფეხბურთელის გასაფორმებლად.
L’Equipe-ს ინფორმაციით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ სცადა კილიანთან საუბარი, თუმცა კვლავ უარი მიიღო და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ფეხბურთელის პოზიცია შეუცვლელია.
- 23 მაი 2021
- 4 261
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.