მოდრიჩი:„ეს სეზონი ჩემს მადრიდულ კარიერაში ყველაზე მძიმე იყო“
ლუკა მოდრიჩმა „ვილიარეალთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ მისია შევასრულეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ „ატლეტიკომაც“ მოიგო და ჩემპიონი სწორედ სიმეონეს გუნდი გახდა. ბუნებრივია, დარწუხრებულები ვართ, მაგრამ ამასთანავე ვამაყობთ, რომ ამხელა პრობლემების ფონზე მეორე პოზიცია დავიკავეთ და მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩით ჩემპიონს.“
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სეზონი ჩემს მადრიდულ კარიერაში ყველაზე მძიმე იყო. ჩვენ ბევრი ბრძოლის გადატანა მოგვიხდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მაინც გავედით.“
„ზიდანის მომავალი? ფრანგის გადაწყვეტილებას ნებისმიერ სიტუაციაში პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არ ვიცი, მიდის თუ რჩება, თუ ზინედინი წავა, მე ძალიან დამწყდება გული. ეს ალბათ მას უნდა ჰკითხოთ.
- 22 მაი 2021
- 6 272
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.