ბოლო მატჩი „რეალში“ - ზიდანი თანამდებობას ტოვებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ის არ შეიცვლება. „ვილიარეალთან“ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ფრანგმა კვლავ არაფერი თქვა, მათ შორის არ უარყო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პერესმა ზიდანს სთხოვა, რომ მისი წასვლის ამბავი ჟურნალისტებმა და ამის შემდეგ ფართო საზოგადოებამ პრესკონფერენციის მეშვეობით გაიგოს.
პერესი ფრანგთან შეხვედრას მაინც გეგმავს, მაგრამ ლეგენდა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და კლუბიდან წასვლა სურს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ზიზუს ირგვლივ ოფიციალური ინფორმაცია ნებისმიერ წუთს შეიძლება გავრცელდეს.
- 22 მაი 2021
- 2 639
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.