ზიდანი:„ამ სეზონს წარმატებულად ვერ ჩავთვლით, მაგრამ მაინც ამაყი ვარ“

ზინედინ ზიდანმა „ვილიარეალთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„საკმაოდ რთული სეზონი დასრულდა, ჩვენ სამწუხაროდ მეორე პოზიცია დავიკავეთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა აჩვენეს და არნახულად ბევრ მატჩში შეძლეს საოცრების მოხდენა. ქომაგები ბედნიერები უნდა იყვნენ, რადგან მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.“

„„ატლეტიკოს“ უნდა მივულოცოთ. მე აუცილებლად დავურეკავ დიეგო სიმეონეს და ჯილდოს მიღებას მივულოცავ.“

„ჩემი მომავალი? ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბთან მშვიდად ვისაუბრებ.“

„მესმის, რომ ჩემს მომავალთან დაკავშირებით ინტერესი დიდია, ამიტომ გეუბნებით, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და მშვიდად საუბარს ვაპირებ. ამის შემდეგ კი განცხადებას გავაკეთებ და ყველაფერს გეტყვით.“

„ჩვენ სეზონი უტიტულოდ დავასრულეთ. როდესაც „რეალი“ ხარ, ასეთი მაჩვენებელი არასდროს გაკმაყოფილებს, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი გამოსწორდება.“

„კლუბში არსებობს გარკვეული საჭიროებები, რომელიც აუცილებლად დაკმაყოფილდება.“


1

22 მაი 2021 22:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყოჩაღ ზიზუ

2

22 მაი 2021 22:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიზუ მხეცი ხარ მაინც, აი სუ რო არაფერი ბარსელონას დედსი წიოკს რო უყუნებ ამიტო მევასები

3

22 მაი 2021 22:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 972
ლოპოტეკი ვითომ მადრიდისტას დედაც და მთლიანად სევილიასი, მაგათ კისერზეა ეგ ტიტული რომ დავკარგეთ, მსაჯებმაც ივაჟკაცეს იმ თამაშში, ვარიო და ვარი კიდევ რეალის საწინააღმდეგოდ მუშაობს, და კიდევ ვარის მერე არაფერი მოგიგიათო, ეგრე სულ რომ რეალის საწინააღმდეგოდ იმუშაონ ვარის წარმომადგენლებმა ვერასდროს ვერ მოვიგებთ ვერაფერს.
-----------------------
ჰალამადრიდ.

4

22 მაი 2021 23:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 456
მომეწონა პასუხი ზიდანის ახლა
-----------------------
მე. წავედი

5

23 მაი 2021 11:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ერთადერთი მწვრთნელი რომელმაც უტიტულოდ დაასრულა სეზონი და მაინც დარჩენას ეხვეწებიან პრეზიდენტით დაწყებული გულშემატკივრებით დამთავრებული

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (35)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)