სიმეონე:„„რეალი“ ღირსეული მეტოქე იყო, მაგრამ „ატლეტიკო“ ღირსეული ჩემპიონია“
დიეგო სიმეონე „ატლეტიკოსთან“ ერთად ლა ლიგის ჩემპიონი მეორედ გახდა. არგენტინელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს არის ძალიან ამაღელვებელი და ემოციური მომენტი. ლა ლიგისთვის ბრძოლა არა ბოლო ტურამდე, არამედ ბოლო წუთებამდე წარიმართა. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვამჟღავნეთ საოცარი ბრძოლისუნარიანობა და პირველი გოლის გაშვების მიუხედავად თამაშის მოგება შევძელით.“
„„ატლეტიკო“ ლა ლიგის ღირსეული გამარჯვებულია, ხოლო ზიდანის „რეალის“ ძალისხმევა ნამდვილად უნდა დავაფასოთ. „ბლანკოსი“ ღირსეული მეტოქე იყო.“
„მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელს, მათი ბრძოლა აუცილებლად აღსანიშნავია. პირველიდან ბოლო ტურის ჩათვლით ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ჩემპიონობას ვიმსახურებდით.“
- 22 მაი 2021
- 1 519
- 5