კაზემირო:„„რეალმა“ მოედანზე ყველაფერი გაიღო“
ბრაზილიელმა კაზემირომ „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნახევარმცველი დამწუხრებულია.
„ჩვენ ყველაფერი გავიღეთ იმისათვის, რომ მოგვეგო. დიახ, 0:1-ის მერე ეს ამოცანა გართულდა, მაგრამ მაინც ჩავიწერეთ აქტივში 3 ქულა. „ატლეტიკომ“ გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ თანაქალაქელებს ლა ლიგის მოგება მივულოცოთ.“
„როდესაც გუნდის ფეხბურთელები 60-ზე მეტ ტრავმას იღებენ, წარმატებაზე ფიქრი რთულია. ვფიქრობ, ძალიან ბევრს მივაღწიეთ, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე შიდა ჩემპიონატში და „რეალის“ ფეხბურთელები კრიტიკას არ იმსახურებენ.“
„მიზეზების ძებნას არ ვიწყებ. ფაქტია, რომ „როხიბლანკომ“ 2 ქულით გაგვასწრო და პირველი პოზიცია დაიკავა.“
„ცვლილებები ალბათ იქნება, მაგრამ მომავლის გეგმებზე პრეზიდენტ პერესს უნდა ჰკითხოთ და არა მე.“
- 22 მაი 2021
- 765
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.