„რეალმა“ სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა
მადრიდის „რეალმა“ 2020/21 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა. „ბლანკოსმა“ ფიასკო განიცადა სამეფო თასზე, 1/2 ფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას და 38-ე ტურის ჩათვლით იბრძოლა ლა ლიგისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში მიზანს ვერ მიაღწია.
ზინედინ ზიდანის გუნდმა 38-ე ტურის თავზე 84 ქულას მოუყარა თავი. 25 მოგება, 9 ფრე 3 მარცხი - სწორედ ეს არის „მერენგების“ მიღწეული შედეგი.
„დედაქალაქელებმა“ მეტოქის კარის აღება 67-ჯერ შეძლეს, ხოლო საკუთარ კარში 28 გოლი გაუშვეს.
საშინაო მატჩებში „ბლანკოსის“ ანგარიშზე 33 გატანილი და 13 გაშვებული გოლია, ხოლო გასვლით მატჩებში 34 გატანილი და 15 გაშვებული ბურთი.
კლუბის საუკეთესო ბომბარდირი კარიმ ბენზემა გახდა, რომელმაც ლა ლიგაში 23 გოლი ჩაიწერა აქტივში.
- 22 მაი 2021
- 882
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.