ლაუტარო მარტინესის აგენტი „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდება
იტალიური და ესპანური გამოცემების ცნობით, ლაუტარო მარტინესის აგენტი მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, წინახაზელის წარმომადგენელი „ატლეტიკოს“ პრეზიდენტს, ენრიკე სერეზოსაც შეხვდება.
ლაუტარო მადრიდის „რეალის“ მხრიდან დიდი სიმპატიით სარგებლობს, ის ზინედინ ზიდანის ფავორიტია და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სწორედ ფრანგის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ არგენტინელ ფორვარდს 6 წლიან კონტრაქტს პირდება და მიიჩნევს, რომ ის გუნდში ეტაპობრივად ჩაანაცვლებს კარიმ ბენზემას.
- 22 მაი 2021
- 698
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.