რონალდოს ყვითელი ბარათი არ გააუქმეს
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის აპელაციის მიუხედავად, კრისტიანო რონალდოს კოტ დ’ივუართან მიღებული ყვითელი ბარათი არ გააუქმეს.
“რეალის” ფეხბურთელმა გაფრთხილება გი დემელთან ორთაბრძოლისას მიიღო. მატჩის ურუგვაელმა არბიტრმა, ხორხე ლარიონდამ ნამატჩევს განაცხადა, რომ სრულიად მართებული გადაწყვეტილება მიიღო. სამხრეთ ამერიკელი რეფერის სიტყვებით, დემელმა და რონალდომ ეპიზოდის შემდეგ ჩხუბი დაიწყეს, რისთვისაც ორივე მათგანი სრულიად სამართლიანად იქნა გაფრთხილებული.
ორი დღის წინ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას საჩივარი გაუგზავნა და რონალდოსთვის მიცემული ყვითელი ბარათის გაუქმება მოითხოვა, თუმცა ბლატერის უწყებამ პორტუგალიელთა საჩივარი არ დააკმაყოფილა.
გამოდის, რომ თუ ჩრდილოეთ კორეასთან შეხვედრაში, რონალდომ გაფრთხილება მიიღო, ის ბრაზილიასთან მატჩს გამოტოვებს, რაც პორტუგალიელებისთვის, ცხადია, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. კეირუშის გუნდისთვის ხომ ბრაზილიასთან თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 19 ივნისი 2010
- 2 405
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.