ჰოლანდმა მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო!
გერმანული გამოცემების ცნობით, „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობასთან აუდიენციის შედეგად, ერლინგ ჰოლანდმა გადაწყვეტილება მიიღო.
ნორვეგიელი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებებს მსურველ კლუბებთან.
ერლინგზე პრეტენზიას „რეალი“ და „ბარსელონა“ აცხადებენ, თუმცა ფეხბურთელს მადრიდისკენ უფრო მიუწევს გული.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესი 2021 წლის ზაფხულს მთლიანად მბაპეს ტრანსფერს დაუთმობს, ხოლო 2022-ში ჰოლანდზე გადაერთვება.
- 21 მაი 2021
- 1 767
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.