Daily Record - „რეალი“ ვარანს ხელფასის 14 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს
რაფაელ ვარანი მადრიდის „რეალიდან“ წასვლასთან ახლოს არის, ფლორენტინო პერესი კი თვლის, რომ ფრანგის გაშვება დიდი შეცდომა იქნება, ამიტომ მას ახალ კონტრაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტის ცვლილებას სთავაზობს, რომელიც ხელფასს შეეხება.
სამეფო კლუბი მზად არის, რაფას ხელფასი 14 მილიონ ევრომდე გაუზარდოს. მადრიდში თვლიან, რომ ამ თანხაზე მსოფლიო ჩემპიონი აუცილებლად დათანხმდება და შესაძლოა წასვლა გადაიფიქროს.
ეს არის „რეალის“ ბოლო წინადადება, რომელიც უკვე გადაეცა ფეხბურთელის აგენტს. იმ შემთხვევაში, თუ ვარანი გახანგრძლივებას არ დათანხმდება, მას „ბლანკოსი“ ამ ზაფხულს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
- 20 მაი 2021
- 1 232
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.