ბუტრაგენიო და კარლოსი ზიდანს შეხვდებიან
სანამ ფლორენტინო პერესისა და ზინედინ ზიდანის მთავარი შეხვედრა დაიგეგმება, „რეალის“ მთავარ მწვრთნელს ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი - ემილიო ბუტრაგენიო და რობერტო კარლოსი შეხვდებიან...
ბუტრაგენიო და ბრაზილიელი ლეგენდა ზიდანს გადაწყვეტილებას შეცვლას ურჩევენ და ყუველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ ფრანგის დარწმუნება შეძლონ.
ფლორენტინო პერესი ზინედინის წასვლაში დიდ რისკებს ხედავს, ვინაიდან არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ახალ მწვრთნელს სადავეების ხელში ჩაგდება ძალიან გაუჭირდება.
ყველაფერს ემატება თავად ფეხბურთელების ძალიან დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა, რომელიც ზიზუს აქვს, ახალი მწვრთნელის პირობებში კი ამ მიმართულებითაც ბევრი იქნება სამუშაო.
და ბოლოს, კილიან მბაპეს ფაქტორი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. კილიანი ზინედინს უდიდეს პატივს სცემს და სწორედ ზიზუა ის ადამიანი, ვინც ამ ტრანსფერში ყველაზე დიდ როლს თამაშობს.
- 20 მაი 2021
- 1 171
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.