ჰოლანდია 1-0 იაპონია
ჰოლანდიის ნაკრებმა მუნდიალზე რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბერტ ვან მაარვიკის შეგირდებმა იაპონიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი უესლი სნეიდერმა გაიტანა 58-ე წუთზე. “ინტერის” ნახევარმცველმა შორეული დარტყმით შეძლო აზიელთა კარის დალაშქვრა. გატანილი გოლის შემდეგ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
რაფაელ ვან დერ ვაარტი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ. “რეალის” ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი გაატარა, რის შემდეგაც მის ნაცვლად ასპარეზობა ელიამ განაგრძო.
ზედიზედ მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, ჰოლანდიის ნაკრები E ჯგუფის სათავეში მოექცა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 19 ივნისი 2010
- 2 129
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.