„რეალი“ „მილანს“ ბეილს სთავაზობს
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ იტალიურ „მილანს“ თავად შესთავაზა გარეთ ბეილის 1 წლიანი იჯარით აყვანა...
ფლორენტინო პერესი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბეილის კონტრაქტის ამოწურვის თარიღს უმტკივნეულოდ მიაღწიოს და მას ხელფასის სახით 17 მილიონი ევრო არ გადაუხადოს.
როგორც სჩანს, „ბლანკოსი“ მზად არის, უელსელი სერია „ა“-ში გაუშვას და მისი ხელფასის 50% გადაიხადოს, დანარჩენის გადახდა კი „როსონერის“ მოუწევს.
იმ ფონზე, რომ „შავ-წითლები“ ბრაჰიმ დიასს კარგავენ, ბეილი მათთვის საინტერესო ვარიანტი უნდა იყოს, თუმცა საბოლოო პოზიცია შეჯერებული ჯერ-ჯერობით არ არის.
ასევე უცნობია, რას ფიქრობს თავად ფეხბურთელის „მილანის“ ღირსების დაცვაზე.
- 20 მაი 2021
- 868
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.