„რეალმა“ ინტერს ლაუტაროს ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა
ესპანური და იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობას ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა...
იმისათვის, რომ წინახაზელის სატრანსფერო ფასი შემცირდეს, „რეალი“ მზად არის, „ინტერს“ აშრაფ ჰაკიმის სატრანსფერო თანხა სრულად აღარ ჩაარიცხინოს.
გარდა აღნიშნულისა, ფლორენტინო პერესი მზად არის, „ნესაძურის“ ლუკა იოვიჩი 1+1 ფორმატის იჯარის წესით დაუთმოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პერესი თვლის, რომ ლაუტაროს 55 მილიონ ევროდ დამატება ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს, ჯერი კი „შავ-ლურჯებზე“ იქნება.
ლაუტარო ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი ფავორიტია. ფრანგი ლეგენდა თვლის, რომ მარტინესი სამეფო კლუბის სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება, ვინაიდან მოძრავი ფორვარდია და სხვა ფუნქციების შეთავაზებას თავისუფლად შეუძლია.
- 20 მაი 2021
- 1 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.