ნეგრედო უახლოეს პერიოდში გადაწყდება
ყველაფერი ნეგრედოზეა დამოკიდებული...
"ჰალ სიტი" "ბლექბერნ როვერსი" და სანქტ პეტერბურგის "ზენიტი" დაინტერესებულია, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის ალვარო ნეგრედოს შეძენით, სამივე კლუბი მზადაა ესპანელში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს.
კიდევ ერთი პრეტენდენტი ალვაროს შეძენის იყო "სევილია", მაგრამ "რეალმა" ის მალევე უარით გაისტუმრა.
"რეალს" სამივე წინადადება აკმაყოფილებს, ამ დროს კი ყველაფერი ნეგრედოზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს "რეალში" დარჩენა სურს.
ნეგრედო შეიძლება შეუერთდეს იმ ფეხბურთელების რიცხვს რომლებმაც წელს დატოვა "რეალი", რადგან საჭიროა ვარსკვლავებზე გადახდილი მილიონების ნაწილობრივ ამოღება გაყიდული ფეხბურთელებით.
- 12 აგვისტო 2009
- 3 447
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.