„რეალი“ „ვილიარეალთან“ მატჩისთვის ემზადება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ლა ლიგის ბოლო ტურისთვის ემზადებიან, სადაც მათი მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება....
სერხიო რამოსი ჯერ სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო შემდეგ ინდივიდუალური დატვირთვა მიიღო. გადაწყვეტილია, რომ ესპანელი „ვილიარეალის“ წინააღმდეგ არ იქნება.
სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებით აღდგენით პროცესს განაგრძობენ. დღევანდელ სესიაზე ზინედინ ზიდანმა დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობის კომპონენტს, პრესინგსა და კარში დარტყმებს.
ხვალ კოლექტივი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მორიგ ვარჯიშს გამართავს.
- 19 მაი 2021
- 1 267
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.