საბოლოო შეხვედრა - პერესმა ზიდანთან ტრანსფერები დაასახელა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანს გუნდის ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გააცნო და ორშაბათს შეხვედრა დანიშნა...
სწორედ ორშაბათს იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ზინედინ ზიდანის მომავლის შესახებ. ფრანგ სპეციალისტს რამდენიმე დღე აქვს იმისათვის, რომ მოიფიქროს და გადაწყვტილება მიიღოს.
არავინ იცის, რა წერია პერესის დოკუმენტში, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო ზიდანს ამ ზაფხულს მბაპეს ყიდვას პირდება და მის დაყოლიებას სწორედ ამ გზით აპირებს.
კულუარული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ბიუჯეტი, რომელიც ტრანსფერებს ეხება 350 მილიონი ევროთი განისაზღვრება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ გუნდი გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ 200 მილიონს მიიღებს.
- 19 მაი 2021
- 3 685
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.