მარსელო:„„რეალში“ ზეწოლა ყოველთვის არის“
მარსელო ვიეირამ სამეფო კლუბში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„როდესაც შენ თანხმობას აცხადებ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ასპარეზობაზე, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ დიდი ზეწოლის გაძლება მოგიწევს. დიახ, თუ პროფესიონალი ხარ, არასდროს უნდა დაიხიო უკან. ზეწოლა ფეხბურთელის ცხოვრებილის ნაწილია, შენ უნდა იბრძოლო და მოიგო, როგორც გადამწყვეტი თამაშები, ასევე ტიტულები.“
„გამარჯვების გემო შთაბმებჭდავია, ძალიან გამიმართლა, რომ „რეალში“ მოვხვდი და უამრავი ოქროს მედალი მოვიგე, ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი.“
„ლა ლიგაში ბევრი პრობლემის დაძლევა შევძელით და დღეს კიდევ ვინარჩუნებთ ტიტულის მოგების შანსს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სეზონის პირველ ადგილზე დასრულება, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. „რეალი“ ვალდებულია მაქსიმუმი გაიღოს და მეტოქის რეზულტატს დაელოდოს.“
„როდესაც გუნდის ვიცე-კაპიტანი ხარ, სხვა ვალდებულებებიც გიჩნდება. შენ უნდა დაეხმარო ახალწვეულებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს და აუხსნა, სად მოხვნდნენ ისინი და რა სულისკვეთების გაზიარება მოუწევთ.“
- 19 მაი 2021
- 737
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.