„რეალის“ ფეხბურთელები ზიდანთან შეხვედრას გეგმავენ
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს არ სურთ, რომ ზინედინ ზიდანმა თანამდებობა დატოვოს. ფრანგი სპეციალისტი გუნდში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ამიტომ ფეხბურთელებს მისი შენარჩუნება აქვთ მიზნად დასახული.
მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ ზიზუს დაყოლიებას, თუნდაც კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენასთან დაკავშირებით შეძლებენ. ფრანგს მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მანამდე კი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ფლორენტინო პერესმა ფრანგს ახალი პროექტი ჩააბაროს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორები ლუკა მოდრიჩი, კარიმ ბენზემა და სერხიო რამოსი არიან.
- 18 მაი 2021
- 1 112
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.