ახალი კონტრაქტი ზიდანს და სრული დამოუკიდებლობა ტრანსფერებში!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანს ახალი კონტრაქტი და სატრანსფერო პოლიტიკაში სრული დამოუკიდებლობა შესთავაზა...
პერესს არ სურს, რომ ფრანგმა ლეგენდამ გუნდი დატოვოს, ამიტომ მას მოქმედი ხელშეკრულების 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს. თავის მხრივ, ზიდანი სამეფო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით ძალიან უკმაყოფილია.
ფლორენტინო აპირებს, რომ ზინედინს სრული დამოუკიდებლობა შესთავაზოს და გარკვეული თანხა გამოყოს, რომელსაც მთლიანად მთავარი მწვრთნელი განაგებს.
თუ ზიზუ წინადადებას დათანხმდება, ის მეტად ავტონომიური იქნება და გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუმცა საინტერესოა, რამდენი მილიონის გამოყოფას აპირებს პერესი და რამდენად საკმარისი იქნება ეს თანხა იმისათვის, რომ გუნდის დამრიგებელმა სასურველი ფეხბურთელების შეძენა და გუნდის სრულფასოვანი დაკომპლექტება შეძლოს.
- 18 მაი 2021
- 2 791
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.