Defensacentral - „რეალი“ რეგილონს არ დაიბრუნებს!

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალი“ „ტოტენჰემს“ ამ ზაფხულს 40 მილიონ ევროს გადაუხდის, სერხიო რეგილონი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება, თუმცა როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესს სხვა პოზიცია აქვს...

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გუნდს მარსელო ვიეირა გამოემშვიდობება, პერესი მის შემცვლელზე არ იდარდებს, ვინაიდან დავიდ ალაბასთან შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული აქვს და ამასთან ერთად მიგელ გუტიერესში უდიდეს პერსპექტივას ხედავს.

მადრიდში თვლიან, რომ დავიდი დაცვის ცენტრალურ რგოლში უნდა გამოიყენონ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მისი მარცხნივ გადაწევაც შესაძლებელია, ამასთან ერთად კოლექტივში იქნება გუტიერესი, რომელიც პრე-სეზონს მთავარ გუნდთან ერთად გაივლის და თანაგუნდელებთან უკეთესი შეთამაშებას მოახერხებს. გამოდის, რომ რეგილონს „ტოტენჰემში“ დარჩენა კიდევ დიდხანს მოუწევს და მისი სურვილი, რომელიც „ბლანკოსში“ დაბრუნებას უკავშირდება, სურვილად დარჩება.

  • Hala
  • 17 მაი 2021
  • 835
  • 1

1

18 მაი 2021 09:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 431
არა და რეგილონი ძალიან კარგი ფეხბურთელია.თუმცა ზიდანის გეგმებში არ ჯდება და პერესიც ფრანგს უსმენს და კიდევ ბენზემას დედას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (35)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)