ჟოზე მოურინიოს „რომაში“ „რეალის“ ვარსკვლავის გადაყვანა სურს
იტალიური გამოცემების ცნობით, „რომას“ ახალ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ზაფხულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი აქვს დაგეგმილი. პორტუგალიელი გეგმებს აწყობს, ვინაიდან მომდევნო სეზონში სერია „ა“-ს მოგებისთვის ბრძოლა აქვს განზრახული.
„განსაკუთრებულის“ რადარზე მადრიდელი ვარსკვლავი, ისკო ალარკონი აღმოჩნდა, რომელსაც „რეალიდან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. „რომა“ ნახევარმცველის სანაცვლოდ 28 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
იმ ფონზე, რომ ალარკონი „მერენგების“ რიგებში საერთოდ ვეღარ თამაშობს, ფლორენტინო ამ წინადადებაზე აუცილებლად დაფიქრდება და შეთანხმების ალბათობაც საკმაოდ დიდია.
თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რომაული კლუბი ისკოსთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 17 მაი 2021
- 2 322
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.