„ატლეტიკომ“ მოიგო, „ბარსამ“ წააგო და სეზონს მესამეზე ასრულებს
მადრიდის „ატლეტიკომ“ „ოსასუნას“ ურთულესი მატჩი მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გუნდი პამპლონის გუნდთან 0:1-ს აგებდა, 2-1 მოიგო და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში...
37-ე ტურის თავზე „ატლეტიკოს“ 83 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, რომელსაც მეორე ადგილზე მყოფი „რეალი“ მოსდევს 81 ქულით, ხოლო „ბარსელონა“ მესამე ადგილზეა 76 ქულით და მეორე პოზიციისთვისაც ვეღარ იბრძოლებს.
ბოლო ტურში „ატლეტიკო“ „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება, ხოლო „რეალი“ „ვილიარეალს“ და სწორედ ამ ტურში გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა.
- 16 მაი 2021
- 970
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.