ზიდანი:„მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე“
ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მიმდინარე მოვლენები შეაფასა. ფრანგმა ლეგენდამ მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთა მიმანიშნებელი კომენტარები.
„„ბილბაოსთან“ მატჩის წინ ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებულად მოტივირებულია. ჩვენი იდეაარის ის, რომ 90 წუთის მანძილზე უმაღლესი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ და აქტივში 3 ქულის ჩაწერა შევძლოთ.“
„დიახ, ვაღიარებ, რომ ეს ძალიან მძიმე სეზონი იყო, მაგრამ თვითრწმენა არასდროს დაგვიკარგავს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. ამ წუთამდე ჩემპიონობის შანსს ვინარჩუნებთ.“
„მარსელოს აღარაფერი აწუხებს და აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად. ბრაზილიელი განაცხადში აუცილებლად მოხვდება.“
„რთული მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ მძიმე მატჩი გველის. „ბილბაოს“ მთავარი კოზირი გუნდური სულისკვეთებაა, ამიტომ განსაკუთრებული გარჯა გვმართებს. დიახ, სხვაზე ვართ დამოკიდებულები, მაგრამ მხოლოდ ჩვენს მატჩებზე ვფიქრობთ.“
„19 წელი „ლევერკუზენთან“ ჩატარებული ფინალის შემდეგ? დიახ, ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ის ემოციები დაუვიწყარია. დიდ მადლობას ვუხდი „რეალს“ იმისათვის, რომ კლუბში ამდენი წლის განმავლობაში ვიმყოფები.“
„მიმდინარე სეზონის პრობლემების ყველაზე დიდი საფუძველი და მიზეზი ტრავმებია. არაერთი მატჩის ჩატარება მოგვიწია ფორს-მაჟორულ გარემოში. ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელებმა მაინც ბოლომდე იბრძოლებს. ახლაც კი ბევრი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.“
„ამ გუნდში ისტორია იწერება. ურთიერთპატივისცემაზე დაფუძვნებული ურთიერთობა და მეგობრობა ყოველთვის არის წარმატების საწინდარი. ჩემი „რეალში“ მუშაობის პირობებში, ფეხბურთელებს შორის ყოველთვის სრული იდილია იყო.“
„თვითკრიტიკულები ვართ და ყოველთვის ვაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს. გუნდი მობილურია, შეუძლია როგორც 1, ასევე 2 ფორვარდით თამაში, ასევე დაცვაში სისტემის შეცვლა და ასე შემდეგ. გუნდი მრავალფეროვან ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბურთის ფლობასა და უბურთოდ თამაშზე დიდ ყურადღებას ამახვილებს.“
„მე 25 ფეხბურთელის მართვა მიწევს და ყველას თანაბარი დრო ბუნებრივია ვერ მიეცემა, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შანსი ყველას მივცე. მიმდინარე სეზონში ბევრმა ფეხბურთელმა გამოსცადა საკუთარი ძალები სტადიონზე.“
„მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ამაზე საუბრის დროს ახლა ვერ ვხედავ. ახლა ჩვენი შეხვედრის მიზანი „ბილბაოსთან“ მატჩზე საუბარია და სხვა არაფერი.“
„არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას. ყოველთვის ვიაზრებდი ჩემს ჩართულობას გუნდის წარმატებასა და წარუმატებლობაში. ხანდახან თამამდებობას უნდა შეელიო და წახვიდე, თუ ეს გადაწყვეტილება შენც წაგადგება და გუნდსაც, თუმცა ხანდახან დარჩენაც სჯობს.“
„2018 წელს არსად გავქცეულვარ, მაშინ ჩავთვალე, რომ გამომშვიდობების დრო იყო. ყოველთვის გუნდური ინტერესებიდან ვხელმძღვანელობ.“
- 15 მაი 2021
- 4 267
- 28
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.