კამავინგა პრიორიტეტს „რეალს“ ანიჭებს და არა „ბაიერნს“
ედუარდო კამავინგა სეზონის ბოლოს საფრანგეთის ჩემპიონატს ყველა ვარიანტში დატოვებს. აქ მთავარი კითხვა ის არის, თუ სად გააგრძელებს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი კარიერას...
ნახევარმცველით მადრიდის „რეალი“ და მიუნენის „ბაიერნი“ ინტერესდებიან, თუმცა თავად ფეხბურთელს „ბლანკოსისკენ“ მიუწევს გული. აქ აუცილებლად სათქმელი ის არის, რომ ედუარდოს რეკომენდატორი ზინედინ ზიდანია და თუ ფრანგი „ბლანკოსს“ დატოვებს, ახალი მწვრთნელის ხედვებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ამ ეტაპზე კამავინგა სამეფო კლუბის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. თუ ფლორენტინო პერესი მის შეძენაზე უარს იტყვის, ფეხბურთელი ბუნდესლიგისკენ აიღებს გეზს და „ბაიერნის“ რიგებს შეუერთდება, რომლის დამრიგებელი, ჟულიან ნაგელსმანი ედუარდოს მიმართ სიმპატიებს ღიად გამოხატავს.
- 15 მაი 2021
- 704
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.