Mirror - „მანჩესტერმა“ „რეალს“ ვარანის სანაცვლოდ სასაცილო თანხა შესთავაზა
ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ მანჩესტერ „იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალს“ რაფაელ ვარანის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა...
ბრიტანული მხარე მზად არის, ვარანის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ფლორენტინო პერესისთვის სასაცილოა. ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალმა“ „მანჩესტერს“ უკვე შეუთვალა, რომ მოლაპარაკებების დაწყებას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუ შემოთავაზება მინიმუმ 70 მილიონი იქნება.
თავის მხრივ, „იუნაიტედში“ ფიქრობენ, რომ „ბლანკოსი“ ფასს ეტაპობრივად დაწევს, ვინაიდან რაფაელს წასვლა აქვს გადაწყვეტილი და კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი რჩება.
ამის პარარელურად კი „ბლანკოსში“ დარწმუნებულები არიან, რომ ვარანს მინიმუმ 60 მილიონ ევროდ სხვა გუნდსაც თავისუფლად მიჰყიდიან, თანაც ამ ფეხბურთელის დამატებით პოჩეტინოც ინტერესდება, რომლის „პსჟ“ ზაფხულში სერიოზულ გაძლიერბას გეგმავს.
Mirror-ის ცნობით, პერესი ვარანის ჩართვას მბაპეს ტრანსფერშიც განიხილავს, რათა კილიანის სატრანსფერო ფასის შემცირება მოხდეს.
- 15 მაი 2021
- 1 579
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.