რაული „რეალში“ 4 ფეხბურთელს ითხოვს
რაულ გონსალეს ბლანკო ფლორენტინო პერესთან ინტენსიურ კავშირზეა. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ელ კაპიტანომ“ გუნდის პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნო და 4 ფეხბურთელის დამატება სთხოვა...
რაღა თქმა უნდა, უპირველესი მიზანი კილიან მბაპეა. რაული მიიჩნევს, რომ თავდასხმის ხაზის გაძლიერების გარეშე გუნდის წინსვლაზე ფიქრი ძალიან რთული იქნება.
გონსალესი ასევე ითხოვს პაუ ტორესის შეძენას. რაულის აზრით, „ვილიარეალის“ ლიდერი „ბლანკოსის“ სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს და „ბლანკოსის“ დაცვას უფრო სოლიდურს გახდის.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის დამატებაც გონსალესს სურს აშრაფ ჰაკიმი გახლავთ. რაულის აზრით, „ბლანკოსმა“ მაროკოელი გუნდში უნდა დააბრუნოს, ვინაიდან მისი გამოყენება შეიზლება დაცვის, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მეოთხე ფეხბურთელი, რომელიც რაულს ძალიან მოსწონს ლაუტარო მარტინესი გახლავთ, რომელიც „ინტერის“ ღირსებას იცავს და ზიდანსაც ძალიან მოსწონს.
- 15 მაი 2021
- 14 255
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.