ინიშნება თუ არა კლოპი „რეალის“ მწვრთნელად? - პასუხი ცნობილია!
ესპანური და ბრიტანული გამოცემები არაერთ ინფორმაცია ავრცელებდნენ იურგენ კლოპის „ლივერპულიდან“ შესაძლო აბარგებისა და მადრიდის „რეალში“ დანიშვნის შესახებ, თუმცა ახლა უკვე მტკიცებით ფორმაში იწერება, რომ გერმანელს შანსი აღარ აქვს.
მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი მიზეზი ის არის, რომ იურგენი კატეგორიულად ეწინააღმდეგ სუპერლიგის პროექტს და ღიად აცხადებს, რომ ამ ტურნირის შექმნის შემთხვევაში ფეხბურთში განვითარება აღარ იარსებებს და სარბიელზე მხოლოდ ტოპ გუნდები დარჩებიან.
იმ ფონზე, რომ ფლორენტინო პერესი ზემოაღნიშნული პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია, კლოპთან მოლაპარაკებები დღის წესრიგიდან იხსნება.
- 15 მაი 2021
- 5 661
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.