„რეალს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება!
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე იცის, რომ ზინედინ ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას აპირებს. ფრანგი სპეციალისტი კონტრაქტს 1 წლით ადრე შეწყვეტს და გუნდს დაემშვიდობება, ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კი ლა ლიგის დასრულების შემდეგ იგეგმება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი არჩევანს იოაჰიმ ლიოვსა და რაულ გონსალეს ბლანკოს შორის გააკეთებს. გუნდი ორივე მიმართულებით მუშაობს და გარკვეულ დეტალებს ათანხმებს.
კულუარული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოხვედრის მეტი შანსი რაულს აქვს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 15 მაი 2021
- 1 735
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.