19 წელი ლეგენდარული ფინალიდან!
დღეს, 15 მაისს 19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მე-9 თასი მოიგო. გლაზგოში გამართული ფინალი და ზინედინ ზიდანის მიერ გატანილი საოცარი გოლი ისტორიაში სამუდამოდ დარჩა.
„ბლანკოსმა“ ლევერკუზენის „ბაიერი“ 2-1 დაამარცხა და თასი აღმართა. სწორედ იმ მატჩს უკავშირდება იკერ კასილიასის საოცარი მომენტი, რის შემდეგაც ესპანელი გუნდის უცვლელ კიპერად იქცა.
„რეალის“ შემადგენლობა 2002 წლის 15 მაისს ასე გამოიყურებოდა - ცეზარ სანჩესი (კასილიასი 68წთ), სალგადო, იერო, ელგერა, კარლოსი, ფიგუ (მაკმანამანი 61წთ), მაკელელე (ფლავიო 73წთ), სოლარი, ზიდანი, რაული, მორიენტერესი.
- 15 მაი 2021
- 1 399
- 24