ვალვერდე:„„რეალის“ მაისურით 100 მატჩის ჩატარება დიდი პატივია“
ფედერიკო ვალვერდემ პრეზიდენტი პერესისგან სპეციალური საჩუქარი მიიღო. ურუგვაელმა ფეხბურთელმა „გრანადასთან“ საიუბილეო, მე-100 დაპირისპირება გამართა.
„სამეფო კლუბის მაისურით 100 მატჩის ჩატარება ძალიან დიდი პატივია. ვამაყობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კოლექტივის ღირსებას ვიცავ. ვისურვებდი, რომ მომდევნო 100 დაპირისპირიდან 100%-იანი შედეგი ვაჩვენო და ყველა მოვიგო.“
„ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ, ვინაიდან სწორედ აქ ვისწავლე ძალიან ბევრი რამ და საფეხბურთო თვალსაზრისით დიდი პროგრესი ვაჩვენე.“
„ლა ლიგის მიმდინარე სეზონი გამოწვევებით იყო სავსე. მჯერა, რომ ტურნირის მოგება შეგვიძლია, ჩვენ დანარჩენ ორ ტურში აუცილებლად ავიღებთ 6 ქულას და „ატლეტიკოს“ შედეგებს დაველოდებით.“
- 14 მაი 2021
- 500
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.