"ინტერი" ეუბნება ბენიტესს: "მაიკონი უნდა გავყიდოთ"
როგორც იცით, მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა რაფა ბენიტესი, რომელსაც მაიკონის გუნდიდან გაშვება არ სურს, თუმცა საპირისპირო აზრზეა კლუბის ხელმძღვანელობა.
გუშინ "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა მაარცო ბარანკამ და ბენიტესმა დუგლას მაიკონის ტრანსფერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა პრეს-კონფერენციებში, რომ მზადაა კლუბი გამოიცვალოს.
მაიკონმა მოურინიოს "ინტერში" კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იგი წარმატებით გამოდიოდა იტალიის შიდაჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე გამორჩეული ფიგურაა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. ამ ყველაფერისთვის კი იგი დიდ მადლობას მადრიდის "რეალის" ახალ მწვრთნელს უხდის.
იმისათვის, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო, იტალიელები დუგლასში 35 მილიონ ევროს იხდიდნენ, ხოლო მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი მათ 10 მილიონით ნაკლებს სთავაზობდა.
კონტრაქტი
სამეფო კლუბი, 28 წლის ფეხბურთელს 2013 წამდე გაუფორმებს კონტრაქტს და იგი წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
- 18 ივნისი 2010
- 2 148
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.