ლუკას ვასკესი „მილანს“ წლიურად 7 მილიონს სთხოვს
როგორც სჩანს, ლუკას ვასკესი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს მაინც აწარმოებს და „რეალში“ დარჩენა მკაცრად გადაწყვეტილი არ აქვს.
იტალიელი მიმომხილველი, ჯანლუკა დი მარსიო აცხადებს, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა „მილანის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების არაერთი ეტაპი გაიარა, მათ შორის კონტრაქტის ხანგრძლივობა, დეტალები და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანა ხელფასია. ლუკასი წლიურად 7 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „როსონერის“ ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია.
თავის მხრივ, მადრიდში ვასკესს წლიურად 5 მილიონ ევროს და 3 წლიან თანამშრომლობას სთავაზობენ. ფლორენტინო პერესი ვასკესის დაყოლიებაში მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დაარწმუნა.
- 12 მაი 2021
- 600
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.